ტრენინგის მეცხრე დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს. ვისწავლეთ პიკასა ალბომის შექმნა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ტრენინგის მონაწილეებმა დიდი ინტერესით მოვისმინეთ მოკლე პრეზენტაციები ჩვენი პროექტების შესახებ და მივეცით მეგობრული რჩევები ერთმანეთს. შევაჯამეთ პროექტი, გავაკეთეთ პროექტის რეფლექსია და ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე.
ინტელის სასწავლო კურსი აუცილებელი, ნაყოფიერი, საქმიანი, და გამოყენებადი ტრენინგია 21–ე საუკუნის მასწავლებლისათვის, საინტერესო და სასარგებლო პროექტებით სწავლების და ბლოგის შექმნის კუთხით. მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება შემდგომ საქმიანობაში.
უნდა ვაღიარო ცოტა გვიჭირდა კიდეც სიარული მეჯვრისხევიდან, მაგრამ მინდოდა არ დასრულებულიყო სიახლეების სწავლება და ღიმილით გამთბარ ტრენერთან ურთიერთობა, სწორედ ამიტომ და კიდევ დაუზოგავი და გულმოდგინე მუშაობისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერს ქალბატონ ქეთინო ცერაძეს და აქტუალური პროექტის ხელმძღვანელებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий