пятница, 28 февраля 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დრე

           ტრენინგის მეცხრე დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს. ვისწავლეთ პიკასა ალბომის შექმნა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ტრენინგის მონაწილეებმა დიდი ინტერესით მოვისმინეთ მოკლე პრეზენტაციები ჩვენი პროექტების შესახებ და მივეცით მეგობრული რჩევები ერთმანეთს. შევაჯამეთ პროექტი, გავაკეთეთ პროექტის რეფლექსია და ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე. 
         ინტელის სასწავლო კურსი აუცილებელი, ნაყოფიერი, საქმიანი, და გამოყენებადი ტრენინგია 21–ე საუკუნის მასწავლებლისათვის, საინტერესო და სასარგებლო  პროექტებით სწავლების და ბლოგის შექმნის კუთხით. მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება შემდგომ საქმიანობაში.   
     უნდა ვაღიარო ცოტა გვიჭირდა კიდეც სიარული მეჯვრისხევიდან, მაგრამ მინდოდა არ დასრულებულიყო სიახლეების სწავლება და ღიმილით გამთბარ ტრენერთან ურთიერთობა, სწორედ ამიტომ და კიდევ დაუზოგავი და გულმოდგინე მუშაობისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერს ქალბატონ ქეთინო ცერაძეს და აქტუალური პროექტის ხელმძღვანელებს.

воскресенье, 23 февраля 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

    დღეს განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, რაც დახმარებას გაუწევს მოსწავლესა და მასწავლებელს ახალი როლების გათამაშებაში, მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში, შევქმენით ფასილიტაციის ნიმუშები, გადავხედეთ პორტფოლიოს ჩეკლისტით და ავტვირთეთ ბლოგზე.
      დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, რისთვისაც დიდი მადლობა და მოკრზალებული საჩუქარი ყველაზე ენერგიულ და დახვეწილ ტრენერს ქალბატონ ქეთინო ცერაძეს




суббота, 22 февраля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

    განვიხილეთ ინტელის სასწავლო კურსის მეექვსე მოდელი–დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. გავეცანით და შევქმენით დამხმარე მასალა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. დავხვეწეთ და დავასრულეთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის გეგმა, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო  უნარ–ჩვევების განვითარება.

вторник, 18 февраля 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე


    ტრენინგის მეექვსე დღე, როგორც წინა დღეები, დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით. ტრენერმა პასუხი გასცა ყველა ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას. დავათვალიერეთ და გავეცანით პროექტების შეფასების რუბრიკებს,მოსწავლის როლში შევქმენით პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე. გავეცანით ბლოგის ახალი ინსტრუმენტებს, ვიმუშავეთ ბლოგში გვერდების შექმნასა და გაჯეტების დამატებაზე გავაკეთეთ რეფლექსია. დღემ როგორც ყოველთვის, საინტერესოდ და ნაყოფიერად
ჩაიარა.


          

суббота, 15 февраля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

 გამეორების შემდეგ   მოვახდინეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლა. გავეცანით ინტერნეტრესურსებისა და გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონებს. შევქმენით შესაბამისი დოკუმენტები და შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში.
   ვიმუშავეთ მოსწავლეთა როლში და  შევქმენით ბლოგი. რითაც გავიხსენეთ: ბლოგის ინსტრუმენტები, რედაქტირება,
,,ემბედკოდის" გადატანა. ვისწავლეთ ბლოგზე სურათისა და გამოკითხვის გაჯეტების ჩასმა.
   ტრენინგი იყო ძალიან აქტიური და ნაყოფიერი. ყველა მომდევნო დღე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მიხარია, რომ ვეუფლები XXI-საუკუნის მასწავლებლისთვის აუცილებელ უნარებს, რისთვისაც დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს და საუკეთესო ტრენერს –  ქალბატონ ქეთი ცერაძეს 

воскресенье, 9 февраля 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

          დღე ჩვეულებრივად შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გავიხსენეთ  შეფასების ფორმები, როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი და შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა; ვიმუშავეთ
პროექტის  გეგმის პრეზენტაციის შექმნასა და მის ბლოგზე ატვირთვაზე.



суббота, 8 февраля 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

     მასალის გამეორების შედეგ ვიმუშავეთ სასწავლო  პროექტის მიზნის განსაზღვრაზე, სტანდარტის გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვასა და მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების ფორმულირებაზე; განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.

воскресенье, 2 февраля 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე


            დღე დაიწყო საშინაო დავალების მიმოხილვით და ნასწავლი მასალის გამეორებით. გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს, გავიხსენეთ ტექსტურ რედაქტორში ინსტრუმენტების გამოყენება.  გავეცანით სასწავლო პროექტის  ბუკლეტების შაბლონებს და ვიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის საინფორმაციო–სარეკლამო ბუკლეტის დამზადებაზე, ვისწავლეთ მასში სურათების ჩასმა,  მისი დიზაინის მართვა და რეფლექსია ბლოგზე.  დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.


   

суббота, 1 февраля 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე


       ტრენინგი დაიწყო ხალისით. ერთმანეთის გაცნობისა და საორგანიზაციო საკითხების მიმოხილვის შემდეგ  გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს 21–ე საუკუნის  უნარ–ჩვევების განვითარებაში, როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლების პროცესის გაუმჯობესებისათვის და როგორ შევქმნათ პერსონალური სასწავლო პროექტის ელ–პორტფოლიო, რომელიც მოიცავს: პროექტის გეგმას, მოსწავლის ნიმუშებს, შეფასებებს და ა.შ. ვიმუშავეთ ბლოგის შექმნასა  და  ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.